საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ცვლილებების კოალიციის" წევრის ნოდარ ჩაჩანიძის მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"როგორც მითხრეს, ეს ჩემთვის უცნობი ადამიანი "ცვლილებების კოალიციის" აქტიური წევრი ყოფილა.
ხოდა მინდა ავუხსნა ამ ორიენტირ დაკარგულ wannabe პოლიტიკოსს, რომ ივანიშვილი არ ბლოკავს ჩემს ფეისბუკ აქტიურობას ერთადერთი მიზეზის გამო, რომ თუ მან ეს გააკეთა, ჩემი ლეგენდა და პოპულარობა ერთი ორად გაიზრდება. ეს რომ ასე არ ყოფილიყო მას თქვენი კარნახი არ დასჭირდებოდა", - წერს სააკაშვილი.